LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარიშხალ “ირმას“ შედეგად დაღუპულთა რიცხმა 14-ს მიაღწია

41

ქარიშხალ “ირმას“ შედეგად დაღუპულთა რიცხმა 14-ს მიაღწია, – ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება.

სტიქია უკვე ფლორიდასა და კუბას უახლოვდება. განსაკუთრებით რთულ სიტუაციას მაიამის ტერიტორიაზე პროგნოზირებენ.

სტიქიის გამო, თითქმის ყველა საჯარო დაწესებულება დაიხურა. მოსახლეობამ მედიკამენტები და საკვები უკვე მოიმარაგა. ქარის სიჩქარე საათში 300 კმ-ს აღემატება.

პირველადი მონაცემებით, სტიქიამ ნახევარი მილიონი ადამიანი უკვე დააზარალა, 26 მილიონს კი საშიშროება ემუქრება.

მეტეოროლოგების ცნობით, “ირმა“ ბოლო წლების განმავლობაში ატლანტის ოკეანეში მომხდარი ყველაზე ძლიერი ქარიშხალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები