LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარიშხალ „ირმას“ შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

43

ქარიშხალ „ირმას“ შედეგად კარიბის ზღვაში, ფრანგულ კუნძულებზე – სენ-მარტინი და სენ-ბართელემი, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 23 დაშავებულია.

ამის შესახებ საფრანგეთის შს მინისტრმა, ჟერარ კოლომბმა, განაცხადა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სენ-მარტინისა და სენ-ბართელემის კუნძულებზე დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება, გაიზარდოს, ვინაიდან სამაშველო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.

სენ-მარტინის კუნძულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დანიელ ჟიბმის, განცხადებით, კუნძული სრულად განადგურებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები