LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარიშხალი „ტემბინი“ ვიეტნამში – ევაკუირებულია 650 ათასი ადამიანი

79

ვიეტნამის ხელისუფლებამ ქარიშხალი „ტემბინის“ მიახლოების გამო დაახლოებით 650 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ამის შესახებ გამოცემა VnExpress იუწყება.

ქარიშხალმა სამხრეთ ჩინეთის ზღვის ტერიტორიას მიაღწია. ვარაუდობენ, რომ ის ვიეტნამს თავს დღეს საღამოს დაატყდება. ქარიშხლის სიჩქარე საათში 25 კილომეტრს შეადგებს, ხოლო ქარიშხლის ზონაში – საათში 135 კილომეტრს.

გუშინ, ვიეტნამის პრემიერმინისტრმა, ნგუენ სუან ფუკმა, სამხრეთ პროვინციების ადგილობრივ ხელისუფლებას განკარგულება მისცა, მოახლოებული ქარიშხალისთვის მოემზადონ.

ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია ბაკლეუს პროვინციაში მიმდინარეობს, სადაც სახლები 350 ათასმა ადამიანმა დატოვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები