LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარიშხალმა „მარიამ”პუერტო-რიკოსა და დომინიკის რესპუბლიკაში ნგრევა და წყალდიდობა გამოიწვია

82

ქარიშხალმა „მარიამ” პუერტო-რიკოსა და დომინიკის რესპუბლიკაში ნგრევა და წყალდიდობა გამოიწვია.

სტიქიამ ელექტრო-გადამცემი ხაზებიც დააზიანა. პუერტო-რიკოს ხელისუფლების განცხადებით, ელექტროენერგია 3,5 მილიონ ადამიანს არ მიეწოდება.

მოგვიანებით „მარია“ ბაჰამის, ტერკისა და კაიკოსის კუნძულებს დაატყდა თავს. სტიქიამ მთლიანობაში კარიბის აუზის ქვეყნებში 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის შეერთებული სტატების ვირჯინიის კუნძულებსა და დომინიკაზე.

ამჟამად „მარია“ მე-3 კატეგორიის ქარიშხალს განეკუთვნება. ქარის სიჩქარე საათში 205 კილომეტრს შეადგენს.

პუერტო-რიკოს ხელისუფლება სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები