LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარიშხალმა “ნეითმა” აშშ-ის სანაპიროს მიაღწია

95

ამერიკის შეერთებულ შტატებს ქარიშხალი „ნეითი“ დაატყდა თავს. სტიქია ლუიზიანაში მძვინვარებს. სპეციალისტებმა ქარიშხალს პირველი კატეგორია მიანიჭეს. მისისიპის, ალაბამასა და ფლორიდის რეგიონებში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს, ქარის სიჩქარე კი საათში 140 კილომეტრს აღწევს. სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქარიშხლის გამო, ამერიკულმა კომპანიებმა მექსიკის ყურებში ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოება შეაჩერეს, დაიხურა  ხუთი პორტიც. ლუიზიანაში მობილიზებულია 1000 სამხედრო.

 

http://

 

 

 

 

მანამდე ქარიშხალმა “ნეითმა” ნიკარაგუას, კოსტა რიკას და ჰონდურასს გადაუარა. დაიღუპა სულ მცირე 25 ადამიანი.
აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლითაც ლუიზიანა სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა და შტატი ფედერალური ბიუჯეტიდან დახმარებას მიიღებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები