LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარიშხალს მოსკოვში 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ერთი – ბავშვია

61

მოსკოვში ქარიშხლის შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებული 150-მდე ადამიანი კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

„ბიბისის“ რუსულენოვანი ბიუროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სამკურნალო დაწესებულებებში 108 ადამიანი რჩება, მათგან 22 ბავშვია.

მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ალექსეი ხრიპუნის ინფორმაციით, გუშინ დღის მეორე ნახევარში 21 საავადმყოფოში 146 პაციენტი მიიყვანეს. დაშავებულთა უმეტესობას მსუბუქი, ან – საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვს, 8 პაციენტი კი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

გუშინ, შუადღისას მოსკოვს თავს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა. თავსხმა წვიმას ძლიერი ქარი ერთვოდა, წაიქცა ხეები, მეტალის კონსტრუქციები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები