“ძლიერმა ქარმა ართანას ტყეში ცეცხლის კერების გაღვივება გამოიწვია”, – ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მეხანძრე-მაშველებს უწევთ იმ სამუშაოების თავიდან შესრულება, რაც გუშინ დასრულებული იყო.
“რაც შეეხება ცეცხლის გავრცელებას და ახალი კერების წარმოქმნას, ვფიქრობთ, ჩვენი ძალების მობილიზაცია და ვერტმფრენების მუშაობა გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ცეცხლი არ გავრცელდება, უბრალოდ უკვე ცეცხლმოკიდებული და ჩამქრალი კერების ხელახალი აქტივიზაცია მოხდა და ამან გამოიწვია დაკვამლიანების გაძლიერებაც”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი ინფორმაციით, ადგილზე შექმნილი შტაბი მუშაობს მუდმივ რეჟიმში და შესაბამის გადაწყვეტილებს იღებს.