LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 80 მილიონ კილოვატ საათზე მეტი გამოიმუშავა

90

ქართლის ქარის ელექტროსადგურმა, ჩართვის დღიდან სექტემბრის ბოლო მონაცემებით, 80 000 000 კილოვატ საათზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა.

საქართველოს ენერკეტიკის განვითარების ფონდის ინფორმაციით, მიმიდინარე წლის განმავლობაში სადგურის მიერ ქარის ენერგიის რესურსის ათვისება 53 % უტოლდება, რაც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი დიდი მაჩვენებელია.

სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ 2017 წლი 27 იანვარს დარეგისტრირდა.

ამასთანავე შეგახსენებთ, რომ პროექტი, მისი ფინანსური და ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, EMEA Finance -მა (Europe, Middle East and Africa Finance) ქართლის ქარის ელექტროსადგური 2016 წლის განახლებადი ენერგიის პროექტების საუკეთესო გარიგებად დაასახელა.

პოპულალურები