LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართლის ქარის ელექტროსადგურმა ნავარაუდევზე მეტი გამოიმუშავა

142

ქართლის ქარის ელექტროსადგურმა ივნისში 8 762 000 კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. ენერგეტიკის განვითარების ფონდის ინფორმაციით, გამომუშავება 1 562 000 კილოვატ საათით აღემატება ამავე თვის პროგნოზს.
სადგურის მიერ ჩართვის დღიდან გამომუშავებული და მიწოდებული ელექტრო ენერგია შეადგენს 53 600 000 კილოვატ საათს.
შეგახსენებთ, ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება, – საჯარო შეთავაზებით იქმნება პრეცედენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს პროექტში წილის შეძენის შესაძლებლობას აძლევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები