LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ანიმაციურ ფილმს “მზის ჩასვლა” ბარსელონას მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენებე

47

მამუკა ტყეშელაშვილის ანიმაციური ფილმი “მზის ჩასვლა” ბარსელონას მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე იქნება ნაჩვენები.

ფილმი სხვადასხვა თაობის წყვილების სიყვარულზე მოგვითხრობს. თუ როგორ ხვდებიან ახალგაზრდები ერთმანეთს, დრო გადის, სიყვარული კი უცვლელი რჩება.

“მზის ჩასვლა” შარშან ანიმაციური ფილმების ერთ-ერთ წამყვან, ანსის საერთაშორისო კინოფესტივალზეც იყო ნაჩვენები.

ქართული ფილმის ჩვენება ბარსელონაში 19 მარტს გაიმართება.

gnfc.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები