LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ავიაბაზარზე ახალი უკრაინული კომპანია გამოჩნდა

127

DART Airlines კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით, დღეს პირველ პირდაპირ რეისს განახორციელებს.

უკრაინული ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს ჟულიენის აეროპორტში კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათსა და პარასკევს Airbus 320-321 ტიპის ავიახომალდით შეასრულებს.

DART Airlines მესამე უკრაინული ავიაკომპანიაა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს.

უკრაინული ავიაკომპანია DART Airlines 1997 წელს დაფუძნდა. კომპანია სხვადასხვა მიმართულებით რეისებს Airbus A320 და Boeing 737-500 ავიახომალდებით ახორციელებს.

პოპულალურები