LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოდის

97

რუსული ავიაკომპანია “ნორდავია”, 2017 წლის ივნისიდან სანკტ-პეტერბურგიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში პირდაპირი რეისების განხორციელებას გეგმავს.

თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს, ხოლო ბათუმში ყოველ შაბათს შესრულდება.

როგორც “ფორტუნას” თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აცნობეს, ავიაკომპანია ფრენებს ბოინგ 737-500 ტიპის ავიახომალდით განხორციელებს.