LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ხელნაკეთ ფეხსაცმელზე მოთხოვნა იზრდება

108

ადგილობრივ ბაზარზე ქართულ ხელნაკეთ ფეხსაცმელზე მოთხოვნა იზრდება. როგორც ”ფორტუნას” ფეხსაცმლის დიზაინერმა ნინო მრელაშვილმა განუცხადა, ის ძირითადად, ფეხსაცმლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს ქმნის და რეალიზაციას ადგილობრივ მაღაზიებსა და ბაზრობებზე ახორციელებს.

”ორი წელია, რაც ხელნაკეთ ფეხსაცმელზე ვმუშაობ. ჩემი პროდუქციის ფასები 20 ლარიდან იწყება და 40 ლარამდე მერყეობს. პირველ წელს 50 წყვილი შევქმენი, წელს კი – 200 და  ორივე წელს 100 %-იანი გაყიდვები მქონდა. ამასთან, გარდა სერიული წარმოებისა, ვმუშაობ დაკვეთებზეც”, – აღნიშნა მრელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პროდუქციას ტყავის შემცვლელით კერავს, თუმცა,  უახლოეს დღეებში ზამთრის კოლექციაზე მუშაობის დაწყებას გეგმავს და მასალად ნატურალური ტყავის გამოყენებას აპირებს.

რაც შეეხება ბრენდის სახელწოდებას, ქართული ხელნაკეთი ფეხსაცმელი ბაზარზე ”ეტიკეტის” სახელით გამოდის და როგორც დიზაინერი ამბობს, ფასიდან გამომდინარე,  მასზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები