LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ მიწას კონსტიტუციურ ცვლილებამდე მორატორიუმი დაიცავს

126

სასოფლო–სამეურნეო მიწების გასხვისებაზე მორატორიუმი გამოცხადდება. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, მონატორიუმის გამოცხადებული კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედებამდე იქნება.

„მორატორიუმთან დაკავშირებულ კანონპროექტს, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ამ დროში, სასოფლო–სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ყოველგვარი გასხვისება შეჩერებული იქნება. მოკლე ვადაში, ორგანულ კანონში შემუშავდება ის ცვლილებები, რომლებიც კონსტიტუციაში დაგეგმილ ჩანაწერთან იქნება შესაბამისობაში“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ქართული მიწა უცხოელებზე აღარ გასხვისდება – ამის შესაბამისი დებულება კონსტიტუციაში იქნება ჩაწერილი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გადაწყვეტილება მოსახლეობის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, უმრავლესობამ, სამთავრობო გუნდმა და პრემიერ-მინისტრმა ერთსულოვნად მიიღეს.

„კონსტიტუციაში გაკეთდება მკაფიო ჩანაწერი, ქართული მიწა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე აღარ გაიყიდება და დარჩება საქართველოს სახელმწიფოს, მისი მოქალაქეების და მათი აგერთიანებების საკუთრებაში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, გადაწყვეტილება განიხილეს ეკონომიკურ ჭრილშიც და მიწის გასხვისების წვლილი ეკონომიკის ზრდასა და ინვესტიციების მოზიდვაში არის ძალიან მცირე.

ამ საკითხზე დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ, საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოსა და თვითმმართველ ერთეულს.

პოპულალურები