LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით გადაწყვეტილება არ მიუღია – ირაკლი კობახიძე

28

„ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით გადაწყვეტილება არ მიუღია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში განაცხადა.

მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება როგორც პოლიტსაბჭოს, ისე უმრავლესობის ფორმატში და ამის შემდეგ მიიღებს მმართველი პარტია გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო კანდიდატთან მიმართებით.

„ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით არ მიუღია, არის საუბრები ჭორის დონეზე, საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით. ჩვენი გადაწყვეტილება მისაღებია, ამაზე გვჭირდება მსჯელობა. საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ და არ ვამბობთ, ჩვენ ჯერ უნდა დავსხდეთ, მივიღოთ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენს მონაწილეობასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ვისაუბრებთ გადაწყვეტილების შინაარსზე,“ – განაცხადა ირალი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები