LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოდის

108

სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის“ რებრენდინგი დასრულებულია და ის „თიბისი დაზღვევის“ სახელით გააგრძელებს ოპერირებას.
როგორც ”ფორტუნას” ”თიბისი დაზღვევიდან” აცნობეს, არსებული კლიენტებისათვის მომსახურების პირობები არ იცვლება და ყველა პოლისი უცვლელად დარჩება ძალაში. ახალ მომხმარებლებს სადაზღვევო პროდუქტების შეძენა „თიბისი დაზღვევის“ ოფისებში უკვე შეუძლიათ, 2017 წლის 3 იანვრიდან კი პროდუქტები ”თიბისი ბანკის” ნებისმიერ ფილიალში იქნება ხელმისაწვდომი. მალე „თიბისი დაზღვევის“ პროდუქტების შეძენას მომხმარებელი დისტანციურადაც შეძლებს.

როგორც კომპანიაში განმარტეს, „თიბისი დაზღვევის“ სერვისებითა და პროდუქტებით სარგებლობა კომფორტული იქნება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისათვის. მომხმარებლებს შესთავაზებენ გამარტივებულ პროცედურებს როგორც შეძენის, ისე ანაზღაურების პროცესში, ასევე სანდო, დროულ და კლიენტზე ორიენტირებულ მომსახურებას. გარდა ამისა, კომპანია ორიენტაციას გააკეთებს დისტანციურ მომსახურებაზე. თვისობრივად ახალი ტიპის პროდუქტები, გაყიდვების თანამედროვე არხები და მომსახურების მაღალი ხარისხი იქნება „თიბისი დაზღვევის“ კონკურენტული უპირატესობა.

”ამ ეტაპზე „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს შესთავაზებს თითქმის ყველა სადაზღვევო პროდუქტს, გარდა ჯანმრთელობის დაზღვევისა. მათ შორის, ავტომობილის, ქონების, სიცოცხლის, ტვირთების, უმუშევრობის, სამოგზაურო დაზღვევას და სხვა სადაზღვევო პროდუქტებს. მომავალში „თიბისი დაზღვევა“ აპირებს, რომ გაააფართოვოს სადაზღვევო მომსახურების არეალი და შეთავაზებულ პროდუქტებსა და სერვისებს ახალიც დაამატოს”, – აღნიშნეს კომპანიაში.

შეგახსენებთ, „კოპენბური“ თიბისი ბანკმა მიმდინარე წლის ოქტომბერში, სადაზღვევო ბაზარზე შესვლის სტრატეგიული გადაწყვეტილების შედეგად შეიძინა. ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობდა კომპანიის რებრენდინგი, რომლის დასრულების შედეგად „თიბისი დაზღვევა“ სამი იანვრიდან უკვე ახალ არხში – ”თიბისი ბანკის” ქსელში იქნება წარმოდგენილი. „თიბისი დაზღვევაში“ 8 მლნ ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი და თანხის დიდი ნაწილი მომსახურების დიჯიტალიზაციას და ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას მოხმარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები