LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ საზოგადოებას ესმის, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ისევე ვერ დაინახავენ, როგორც თავიანთ ყურებს – ანატოლი ბიბილოვი

92

„ქართულ საზოგადოებას ესმის, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ისევე ვერ დაინახავენ, როგორც თავიანთ ყურებს,“ – ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

ბიბილოვმა „სამხრეთ ოსეთის“ გავლით რუსეთში ტვირთების ტრანზიტზე ისაუბრა. მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთისთვის ეს ტრანზიტი მნიშვნელოვანია, ისევე როგორც საქართველოსთვის, თუმცა საქართველო საკუთარი ინტერესების საზიანოდაც კი, შეეცდება სამხრეთ ოსეთი ამ პროექტის გარეთ დატოვოს“.

„სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არ არის ხელმძღვანელი, რომელსაც პოლიტიკური სიმამაცე აქვს, აღიაროს დღევანდელი რეალობა და უახლოეს პერსპექტივაში ასეთი პოლიტიკოსი არ მოჩანს. მე როგორც მესმის, თვითონ ქართული საზოგადოებაა ამის წინააღმდეგ განწყობილი, თუმცა მათ ესმით, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ვერ დაინახავენ ისევე, როგორც თავიანთ ყურებს. თუმცა, საქართველოს ხელმძღვანელობას უნდა ესმოდეს, რომ სამხრეთ ოსეთს, როგორც სრულფასოვან პარტნიორს უნდა ესაუბროს. ჩვენ სახელმწიფო გვაქვს და ეს გზა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან სრულფასოვანი პარტნიორობის გარეშე ვერ იფუნქციონირებს,“ – აღნიშნა ბიბილოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები