LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ სკოლებში მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ დისკრიმინაცია ხდება

219

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს 199 ქვეყანაში რელიგიური თავისუფლების კუთხით სიტუაციის ანალიზს წარმოადგენს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, რომელმაც ანგარიში წარადგინა, განაცხადა, რომ მსოფლიოში რელიგიური დევნა და შეუწყნარებლობა მეტობს და ამ კუთხით უფლებების დაცვა, ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტია.

საქართველოზე საუბრისას, ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლმადიდებელ ეკლესიას სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით პრივილეგიები აქვს. ასევე, აღნიშნულია, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე 19 საქმე იქნა გამოძიებული და რომ

“არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის ოფისი გამოძიების ეფექტურობის ნაკლებობაზე საუბრობენ, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება რელიგიური სიძულვილით ჩადენილ დანაშაულს. ეს კი მთავარ პრობლემად რჩება”.

ანგარიშში წერია, რომ

“მთავრობა შეუსაბამოდ პასუხობს რელიგიური სიძულვილით ჩადენილ ქმედებებს და სკოლებში საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ დისკრიმინაციას ახდენს”.

ანგარიშში სახელმწიფო დეპარტამენტი გამოყოფს, რომ გასულ წელს მედიის განვითარების ფონდის (MDF) კვლევის მიხედვით ეროვნულ მედიაში მინიმუმ 69 რელიგიური ნიშნით შეურაცხმყოფელი გამონათქვამი დაფიქსირდა.

სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ ამერიკის საელჩო და მისი წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის, მართლმადიდებელი ეკლესიის და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

 

პოპულალურები