LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული 20 თეთრიანი იაპონიაში გაიყიდება

82

იაპონიის ზარაფხანამ საკოლექციო დანიშნულების სეტი გამოუშვა, რომელშიც იაპონურ მონეტებთან ერთად, ქართული 20 თეთრის ნომინალის მიმოქცევის დანიშნულების მონეტაცაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბანკსა და იაპონიის ზარაფხანას შორის შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, სეტის პრეზენტაცია, იაპონიაში, საქართველოს საელჩოში გაიმართა.

სულ დამზადდა 30 000 ცალი სეტი. სეტის სარეალიზაციო ღირებულება 2 100 იაპონური იენია და ის იაპონიაში გაიყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები