LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ავიაციის მომავალი – რას გეგმავს მთავრობა

82

გასული წელი რეკორდული იყო საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის. საქართველოს ყველა აეროპორტში ჯამურმა ზრდამ 46% შეადგინა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო საავიაციო ფორუმის „CONNECT 2018“ – ის ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში 7 მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, საჰაერო მიმოსვლა და ტურიზმი კვლავაც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებია და მსგავს ზრდას წელსაც ელოდებიან.

საერთაშორისო საავიაციო ფორუმის „CONNECT 2018“ – ის ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც განაგრძობს საავიაციო ბაზრის განვითარების ხელშეწყობას. „ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს და ხელს შევუწყობთ ყველა იმ კერძო პირსა თუ კომპანიას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის წარმოებას გადაწყვეტს,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურეობის გლობალურ ბაზარზე სამომავლოდ საქართველოს კონკურენტუნარიანობა გაიზრდება, ამის მიღწევას კი ხელისუფლება „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებით შეეცდება, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევა დღგ-სგან განთავისუფლდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთი ალექსიძე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანას საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სრული სპექტრის გაწევა არ შეუძლია, თუმცა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა უკვე დაწყებულია.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სრულმასშტაბიანი ცენტრი საქართველოში არ არსებობს. ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შენდება დიდი საჰაერო ხომალდების ანგარი. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის განვითარებას. როგორც იცით, საერთაშორისო მიმოსვლა გათავისუფლებულია დღგ-სგან. ბევრ ქვეყანაში ტექნიკური მომსახურებაც ასევე გათავისუფლებულია დღგ-სგან. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურეობის ცენტრის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე. იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს საკმაოდ კარგი სპეციალისტები და ასევე გრძელდება ახალი სპეციალისტების მომზადება. საქართველო ბევრად უფრო ახლოა ევროპის ქალაქებთან. ევროპაში ტექნიკური მომსახურება საკმაოდ მაღალხარჯიანია. აზიაში შედარებით დაბალია ხარჯი, თუმცა იქ ჩაფრენა ბევრად უფრო რთულია. ვფიქრობთ, რომ საქართველოში არსებული ბიზნესკლიმატი, ისევე როგორც ეს ახალი ინიციატივა, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ამ მიმართულებით განვითარებას“, – განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები