LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ჩაის 170 წლის იუბილე აღინიშნება

217

ქართული ჩაი 170 წლისაა – საიუბილეო თარიღი “საპარტნიორო ფონდის“, საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა და საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ერთობლივი ღონისძიებით აღინიშნება.

როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, საზეიმო ღონისძიება “ქარვასლაში” 27 ნოემბერს, 17 საათზე გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ: მთავრობის, საქართველოს პარლამენტის და თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბიზნეს ასოციაციის და ბიზნეს კომპანიის წევრები,  ჩაის  ადგილობრივი მწარმოებლები და სპეციალურად ღონისძიებისთვის მოწვეული  საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები.

ფონდის ცნობითვე, ღონისძიების ფარგლებში ჩაის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიები  საკუთარი პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაციას მოაწყობენ. საპატიო სიგელით დაჯილდოვდებიან ღვაწლმოსილი სპეციალისტები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში ჩაის კულტურის განვითარებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები