LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ჩანთები ნიუ-იორკსა და მოსკოვში იყიდება

1332

”ტომარას” მიერ წარმოებული ჩანთები ნიუ-იორკსა და მოსკოვში იყიდება. როგორც ”ფორტუნას” ბრენდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ინდივიდუალურმა მეწარმემ ნატალი ნოზაძემ განუცხადა, ”ტომარას” ჩანთებმა  აღნიშნულ ქალაქებში დიდი მოწონება დაიმსახურა და ისინი წარმოდგენილია ნიუ-იორკში მაღაზია Malat-ში და მოსკოვში In love with Georgia-ში .

”გარდა ამისა, ჩვენი პროდუქცია სხვა ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ჩანთების გვერდით, თბილისის მაღაზიებში იყიდება.  რეალიზაციის ძირითადი წყარო კი სოციალური ქსელია. გაყიდვების დიდი ნაწილი სწორედ ჩვენი ”ფეისბუქის” გვერდის საშუალებით ხორციელდება”, – აღნიშნა ნოზაძემ.

მისივე ინფორმაციით, ჩანთების გასაყიდი ფასი დამოკიდებულია  მოდელზე, ზომასა და მასალაზე. თუმცა, ფასები საშუალოდ 50-დან-350 ლარამდე მერყეობს.

”პროდუქციის შექმნისას სხვადასხვა მასალას ვიყენებთ: ტყავს, ტყავის შემცვლელს,  ნაჭრეების კომბინაციას, ასევე ხავერდს. თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ ადამიანი ჩანთაში 100 ლარს და მეტს იხდის, ბუნებრივია, მოთხოვნა ტყავის ჩანთებზე უფრო დიდია”, – აღნიშნა ინდივიდუალურმა მეწარმემ.

მისივე თქმით, ”ტომარა” ჩანთის წარმოებისას ხის დეტალებსაც იყენებს და აღნიშნული ჩანთები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

როგორც ნატალი ნოზაძემ განმარტა, ამ ეტაპზე ”ტომარა” 10 მოდელის ჩანთას ქმნის, თითო მოდელი  ასევე 10 ეგზემპლარად იკერება. სამომავლოდ კი ბრენდი გაფართოებასა და წარმოების გაზრდას გეგმავს.

ჩანთების ბრენდი ”ტომარა” 7 თვის წინ შეიქმნა  და ის ბავშვობის სამმა მეგობარმა დაარსა.  იდივიდუალური მეწარმეები: ნატალი ნოზაძე, ქეთა რატიანი და მარიამ შენგელია არიან.

Chanta.jpg3   Chanta.jpg6

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები