LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული და ყაზახური ავიაკომპანიები ე.წ ზიარი კოდებით ისარგებლებენ

136

ქართული და ყაზახური ავიაკომპანიები ე.წ ზიარი კოდებით ისარგებლებენ – ამის შესახებ საქართველოსა და ყაზახეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის კომიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი საავიაციო ხელისუფლებების მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველებს შესაძლებლობას აძლევთ, დადგენილ მარშრუტებზე საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები განახორციელონ ერთობლივი მარკეტინგული შეთანხმებების, მათ შორის ე.წ. „ზიარი კოდების“ გამოყენებით. ამასთან, მემორანდუმის თანახმად, ორი ქვეყნის დანიშნულების პუნქტებთან (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ასტანა, ალმა-ატა, აქტაუ) მიმართებაში კოდების ერთობლივი გამოყენება შესაძლებელი იქნება მესამე ქვეყნების ავიასაწარმოებთანაც.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმი გააუმჯობესებს ავიაკომპანიების კომერციულ შესაძლებლობებს ერთმანეთის საავიაციო ბაზრებზე და შეამცირებს მათ ოპერაციულ ხარჯებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყაზახეთს შორის საავიაციო მიმოსვლის შემდგომ ზრდას.

საქართველოსა და ყაზახეთის ქალაქებს შორის საავიაციო მიმოსვლას ამჟამად ავიაკომპანიები Georgian Airways, Air Astana და SCAT ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები