LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული დოკუმენტური ფილმი “მოუსმინე სიჩუმეს” ლაიფციგის საერთაშორისო კინოფესტივალზე

52

მარიამ ჭაჭიას ფილმი “მოუსმინე სიჩუმეს” ლაიფციგის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას.

ფილმი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში Next Masters არის წარდგენილი.

“მოუსმინე სიჩუმეს” არის ფილმი სიჩუმის სამყაროზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ადგილას მდებარეობს.

თავშესაფარი თბილისის ყრუ ბავშვთა საჯარო სკოლაა, რომლის მოსწავლეებიც მთელ წელიწადს ცეკვის სწავლაში ატარებენ. ისინი სხეულზე ბიტების

შეგრძნებით იმახსოვრებენ მუსიკის რიტმს. ცეკვა მათთვის ჩვენს სამყაროში შემოსვლის და ჩვენთან დაახლოების საშუალებაა.

დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი DOK LEIPZIG 31 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება.

gnfc.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები