LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ეთნოჯაზჯგუფი „ირიაო” რიგაში პირველ სოლოკონცერტს გამართავს

39

23 მარტს ლატვიის პრესტიჟული კულტურის სასახლის  საკონცერტო დარბაზი „ზიმელბლაზმა” ჯგუფ „ირიაო”-ს უმასპინძლებს.

„ირიაო“-ში სულ 7 წევრია: დავით მალაზონია – ჯგუფის ლიდერი და ყველა კომპოზიციის ავტორი, დრამერი ლევან აბშილავა, ბასისტი შალვა ღელეყვა, ქართულ ხალხურ საკრავებზე შესრულების ოსტატი ნუგზარ ქავთარაძე და ვოკალისტები: გაგა აბაშიძე, მიშო ჯავახიშვილი და ბუბა მურღულია.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის  კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და  რიგის მერიის ერთობლივი მხარდაჭერითა და ორგანიზებით.

თბილისსა და რიგას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2007 წლის 3 აპრილს გაფორმდა. იგი საზოგადოებრივი ცხოვრების, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროებში ქალაქებს შორის ურთიერთობების წახალისებას და ერთობლივ პროგრამებში მონაწილეობას ითვალისწინებს.

ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ პერიოდში ქალაქებმა ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების მიზნით და კავშირების გასაღრმავებლად რამდენჯერმე გაცვალეს დელეგაციები. ბოლო წლებში, სხვადასხვა დროს თბილისს სტუმრობდნენ რიგის დუმის იურიდიული, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების, განათლების, კულტურისა და სპორტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა სამსახურების წარმომადგენლები.

2011 წლის მაისში თბილისის მერიამ ქ. რიგას საჩუქრად გადასცა შოთა რუსთაველის მემორიალური დაფა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი საზოგადოებრივი შენობის კედელზე განთავსდა.  

რაც შეეხება ჯგუფ „ირიაოს“, ის რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა. ჯაზისა და ფოლკის სინთეზზე დაყრდნობით, დავით მალაზონია ამ ჟანრში სრულიად ახალ კომპოზიციებს ქმნის. ჯგუფს დიდი გამოხმაურება აქვს საერთაშორისო ასპარეზზე. ისინი სტუმრობდნენ რამდენიმე პრესტიჟულ ჯაზფესტივალს, მათ შორის ჯავა ჯაზფესტივალსაც, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მუსიკალური ღონისძიებების ხუთეულში შედის ამ მიმართულებით.

b7fef453-94be-415d-b9a8-22e17c2bbc8b

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები