LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ფაბრიკა, სადაც გერმანული ბრენდი იკერება

171

სამკერვალო „იმერის“ ახალ საწარმოში 200-მდე ადამიანი დასაქმდება. 90-წლიანი საქმიანობის ისტორიის მქონე საწარმო ახლახან, სახელმწიფო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში მიღებული ფინანსური რესურსის – 315 ათასი ევროს მეშვეობით გაფართოვდა.

სამკერვალო, რომელშიც 500-მდე ადამიანია დასაქმებული, ძირითადად, ტანსაცმელს აწარმოებს. ფაბრიკა უცხოელი დამკვეთების მიერ მოწოდებული ნედლეულით მუშაობს და თანამშრომლობს, როგორც გერმანულ ფირმა „ლებეკსა“ და იტალიურ „ეგერია ლიმიტედთან“, ასევე – ქართველ დიზაინერებთან.

ამასთან, ”იმერი” საკუთარ მაღაზიებსაც ფლობს. საქართველოში „იმერის“ სამი მაღაზია ფუნქციონირებს, რომელთაგან ერთი თბილისშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები