LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ფილმები საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის რჩეულია

107

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე “სხვისი სახლი” ანტალიის საერთაშორისო კინოფესტივალის რჩეულია.

ჟიურის გადაწყვეტილება სცენიდან ენდი მაკდაუელმა გამოაცხადა, რის შემდეგაც რუსუდან გლურჯიძის ფილმს მორიგი საერთაშორისო ჯილდო – ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა.

“სხვისი სახლი” საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა.
ფილმი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.

ანტალიის საერთაშორისო კინოფესტივალი თურქეთში ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური კინომოვლენაა, რომელიც 1963 წლიდან იმართება.

ჟიურის რჩეული გახდა კიდევ ერთი ქართული ფილმი “როცა დედამიწა მსუბუქია”.
სალომე მაჩაიძის, თამუნა ქარუმიძისა და დავით მესხის დოკუმენტური ფილმი კინოფესტივალზე DocsMX ჟიურის სპეციალური პრიზით სექციაში Around The Cities დააჯილდოვეს.

“როცა დედამიწა მსუბუქია” – ეს არის ფილმი თანამედროვე ახალგაზრდებზე… ამბავი სკეიტერების, არტისტებისა და მუსიკოსების შესახებ პოსტ საბჭოთა საქართველოში.

დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი DocsMX მექსიკაში წელს უკვე 11-ედ გაიმართა და რამდენიმე სექციაში 90-ზე მეტი ფილმის ჩვენებას უმასპინძლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები