LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ფილმი “დინოლა” სკანდინავიის საერთაშორისო კინოფესტივალზე

243

მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “დინოლა” სკანდინავიის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას.

ფილმი ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი.

“დინოლა” საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნული ქვრივის და სვანურ ტრადიციას შეწირული დედაშვილობის შესახებ მოგვითხრობს.
ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომელმაც ჯილდოები 17 საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა და პირველი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი გახდა, რომელიც ევროპის კინოაკადემიამ შეარჩია.

სკანდინავიის საერთაშორისო კინოფესტივალი ჰელსინკში, ფინეთში 7-11 სექტემბერს ჩატარდება.

gnfc.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები