LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული გადამუშავებული ხილი ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში გავა

182

ხილის გადამამუშავებელ საწარმო „გემუანი“ გადამუშავებულ პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს. კომპანიის საექსპორტო ბაზრებია ახლო აღმოსავლეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და რამდენიმე ევროპული ქვეყანა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

“საწარმოს წინასწარ აქვს შეკვეთები იმ პროდუქციის პრაქტიკულად 100%-ზე, რომელსაც მომავალი ერთი წლის განმავლობაში დაამზადებს“, – აღნიშნა დღეს მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც აღნიშნულ კომპანიას სტუმრობდა.

”გემუანმა” ხილის გადამუშავების ახალი ტექნოლოგია სახლმწიფოს და ბაზის ბანკის დახმარებით დანერგა. ახალი ტექნოლოგიით, ისე, რომ ქართული ხილი, სპეციალური წესით დამუშავების შედეგად, ვიტამინებისა და მიკროელემენტების 98%-ს ინარჩუნებს.

სუბლიმირებული ხილის საწარმო „გემუანში”, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ჯამურად 851 024 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები