LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინის ექსპორტი 24%-ით გაიზარდა

127

2018 წლის პირველ კვარტალში, ქართული ღვინის ექსპორტი 24%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან, მსოფლიოს 43 ქვეყანაში 17,7 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 24%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. მათი ცნობით, სულ ექსპორტირებულია 40,47 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26% შეადგინა.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროპის, ისე აშშ-ს, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ბელარუსი – 429% (233220), იაპონია – 230% (53160), დიდი ბრიტანეთი – 98% (37740), საფრანგეთი – 71% (24248), ყაზახეთი – 85% (877494), ჩეხეთი – 68% (18888), ლატვია – 61% (412626), ნიდერლანდები – 46% (21993), გერმანია – 38% (136222), უკრაინა – 36% (1771928), პოლონეთი – 32% (740922), ესტონეთი – 28% (120246), რუსეთი – 28% (11511830), ისრაელი – 24% (52722), აშშ – 3% (68620) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (11511830), უკრაინა (1771928), ჩინეთი (1117138), ყაზახეთი (877494) და პოლონეთი (740922).

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 134 კომპანიამ განახორციელა. ამასთან, იანვარ-მარტში ექსპორტირებულია 3,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 43,8 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. სულ, ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 64,8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები