LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინო პეკინში უმსხვილეს მაღაზიათა ქსელში გაიყიდება

58

ჩინეთის 22 მილიონიან დედაქალაქ პეკინში, იმპორიტრებული ღვინის მაღაზიების ქსელის CHEERS WINES-ის მაღაზიებში ქართული ღვინო პირველად გაიყიდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, CHEERS WINES ერთი თვის მანძილზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, საკუთარი ქსელის 45 ღვინის მაღაზიაში მომხმარებლებისათვის და ღვინის მოყვარულთათვის უფასო დეგუსტაციებს და პრეზენტაციებს გამართავს.

პეკინში მცხოვრები ადგილობრივი და უცხოელი მომხარებლისთვის ქართული ღვინის დაგემოვნება და შეძენა CHEERS WINES-ის ღვინის მაღაზიებში დღეიდან უკვე შესაძლებელია.

CHEERS WINES-ის ღვინის ექსპერტი, ღვინის ეროვნულ სააგენტოს მოწვევით 2016 წლის სექტემბერში სტუმრობდა საქართველოს.

CHEERS WINES-ის მაღაზიების ქსელი ჩინეთში 2008 წელს შეიქმნა და დიდი პოპულარულობით სარგებლობს პეკინში. მაღაზიათა ქსელი დაარსებულია შვეიცარიელი მამა-შვილის ტიენი და კლაუდია მასუეგერების მიერ, რომელთა ოჯახი 1898 წლიდან ეწევა ღვინის ბიზნესს. CHEERS WINES-ი იმპორტირებული ღვინის გაყიდვასთან ერთად ღვინის საგანმანათლებლო კურსებს ატარებს და მსურველებს ღვინის მოხმარების და სხვადასხვა ქვეყნების ღვინის კულტურებს აცნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები