LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინოს მიზანია კონკურენცია იტალიურ და ფრანგულ ღვინოებს გაუწიოს

58

საქართველოს მიზანია ქართული ღვინო ისეთ კატეგორიად დამკვიდრდეს ამერიკაში, როგორიც არის მაგალითად ფრანგული, ესპანური და იტალიური ღვინოები, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ აშშ-ში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის გათვლილი ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

“საპარტნიორო ფონდის” ინფორმაციით, აშშ-ს ბაზრისთვის გათვლილი ქართული ღვინის პრეზენტაცია ვაშინგტონში „საპარტნიორო ფონდის“ ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით და ინიციატივით შედგა. პრეზენტაციაზე შეკრებილმა საპატიო სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს და შეაფასეს. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდი“ ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე ეწევა როგორც აზიის, ასევე ევროპის და ამერიკის ქვეყნებში. საქართველო აღიარებულია ღვინის სამშობლოდ და ქართული ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათია. ამერიკის ღვინის ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია და ჩვენთვის საინტერესო. ქართულ ღვინოს უდიდესი პოტენციალი აქვს. მთავარია, სწორი მიდგომა იყოს, რაც ცნობადობის ამაღლებაში გამოიხატება. კონკურენტი ძალიან ბევრი გვყავს. საქართველოს სახელწიფოს მიზანია ქართული ღვინო ისეთ კატეგორიად დამკვიდრდეს ამერიკაში, როგორიც არის მაგალითად ფრანგული, ესპანური და იტალიური ღვინოები. დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ სწორი მიდგომით ყველაფერი შესაძლებელია. კარგია, რომ კიდევ ერთი, აშშ-ს ბაზრისთვის გათვლილი ღვინო წარვუდგინეთ ამერიკელ მომხმარებელს, რომელსაც ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. მადლობა მინდა გადავუხადო „საპარტნიორო ფონდის“ ამერიკელ პარტნიორებს ღონისძიების ორგანიზების მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა  დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე აშშ-ში საქმიან ვიზიტს განაგრძობს და მსხვილი კომერციული სტრუქტურებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს ხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები