LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ჰიმნი ოლიმპიურ პარკში: გიორგი ჩიხელიძე ჩემპიონია!

98

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველთაგან მეორე მედალი, ამჯერად ოქროსი, კვლავ ძიუდოისტმა მოიპოვა. დიორის ოლიმპიურ პარკში საქართველოს ჰიმნი 66კგ წონაში მოასპარეზე გიორგი ჩიხელიძის გამარჯვების აღსანიშნავად აჟღერდა!

ფესტივალის მესამე დღეს ქართველი ძიუდოისტები (გოგონა და ორი ვაჟი) სამ წონით კატეგორიაში (52, 60 და 66 კგ) გამოვიდნენ.

გიორგი ჩიხელიძემ ფინალურ შეხვედრამდე ოთხი მეტოქე დაამარცხა – ფინელი რუპ კორონენი, აზერბაიჯანელი გნიაზ მაჰმუდლუ, რუსეთის წარმომადგენელი კარენ გალსტიანი და ბელგიელი მალიკ უმაიევი (იპონით). საჩემპიონო ბრძოლაში მისი მეტოქე მოლდოველი პეტრუ პელივანი გახლდათ. ქართველმა ძიუდოისტმა ჯერ ვაზარი აიღო, მერე მოლდოველი ისევ ტატამზე დასცა, შებოჭა და 3 წუთსა და 44 წამში წმინდა გამარჯვება მოიპოვა!

ფესტივალის ქართველ ჩემპიონს და 66კგ წონის სხვა პრიზიორებს მედლები საქართველოს ეროვნული ოლიმპირი კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გადასცა.

გურამ ძავაშვილმა (60კგ) პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გადალახა, მაგრამ მეორე შეხვედრა აზერბაიჯანელ ვუსალ იბრაჰიმოვთან დათმო და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ოლიმპიურ ფესტივალზე ძუდოისტი გოგონებიდან დებიუტი ჰქონდა 52კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეკატერინე ტატუნაშვილს. მან პირველი შეხვედრა სლოვენიელ თანატოლს იპონით მოუგო, შემდეგ კი რუს დარია კაშინასთან დამარცხდა.

27 ივლისს დიორის ოლიმპიურ ტატამზე თინათინ რევაზიშვილი (57კგ), მარიამ ჭანტურია (63კგ), ლევან ფსუტური (73 კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ) გავლენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები