LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ინოვაციური ვებ-გვერდი, რომელიც დამატებით შემოსავალს გაპოვნინებთ

172

ქართულ ინტერნეტ სივრცეში ინოვაციური ვებ-გვერდი შეიქმნა, რომელიც მომხმარებელს დამატებითი შემოსავლის პოვნაში ეხმარება. PROFIX.GE ბაზარზე 5-6 თვეა გამოჩნდა და ის ფიზიკურ პირებს სხვადასხვა დარგის სპეციალისტების პოვნის შესაძლებლობას უმარტივებს.

როგორც ”ფორტუნას” PROFIX.GE -ის ოფის-მენეჯერმა თამარ გონსალესმა განუცხადა, აღნიშნული ვებ-გვერდი ერთგვარი შუამავალია დამსაქმებელსა და სამსახურის მაძიებელს შორის.

”ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა, აირჩიოს ნებისმიერი დარგის სპეციალისტი მათი გამოცდილების, რეიტინგისა და ნამუშევრების მიხედვით. PROFIX.GE -ის აქვს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი სპეციალისტების ბაზა, რომელიც მოიცავს ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა პროფესიას”, – აღნიშნა თამარ გონსალესმა.

მისივე ინფორმაციით, PROFIX.GE -ზე რეგისტრაციის გავლა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, სრულიად უფასოდ.  ”არ არის არანაირი შეზღუდვა,  მათ შორის არც ასაკობრივი ზღვარი. რიგით ფიზიკურ პირს თუ დასჭირდა მაგალითად, ბუღალტრის კონსულტაცია – შედის საიტზე, პოულობს ბუღალტერს, ჩვენი ოპერატორის მეშვეობით უკავშირდება მას და უთანხმდება მომსახურების ფასზე”,- განმარტა PROFIX.GE -ის ოფის-მენეჯერმა.

როგორც თამარ გონსალესი ამბობს, PROFIX.GE -ზე რეგისტრირებული ადამიანები, ძირითადად, ე.წ ფრილანსერები არიან, რომლებსაც აქვთ ძირითადი შემოსავლის წყარო და ამ ვებ-გვერდით დამატებით შემოსავალს ეძებენ. ”ერთგვარად, ეს არის ერთჯერადი დასაქმების შესაძლებლობა, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც გარკვეული პროფესიის ადამიანები, მაგალითად მასწავლებლები კონტრაქტით დასაქმებულან”, – განაცხადა გონსალესმა.

იმისთვის რომ კონკრეტული სპეციალისტზე მოთხოვნა მაღალი იყოს, საჭიროა ამ ადამიანებმა ვებ-გვერდზე ვრცელი ინფორმაცია და მოწესრიგებული ანკეტა წარადგინონ. ასევე, შესაძლებელია შეხვედრის დანიშვნა და  გასაუბრების გავლა PROFIX.GE -ის ეიჩარ წარმომადგენლებთან და „ვერიფიცირებული“ სტატუსის მიღება, რაც უფრო მეტად ზრდის შეკვეთის შანსს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, PROFIX.GE -ის ბაზაში უკვე 700-მდე სპეციალისტია რეგისტრირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები