LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კაბელი საფრანგეთში გაიყიდება

144

”საქკაბელი” ევროპული ბაზრისთვის ემზადება. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა გოდერძი მამალაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფრანგულ კომპანიასთან, რომელიც ”საქკაბელის” მიერ წარმოებული პროდუქციითაა დაინტერესებული.

”სავარაუდოდ პირველი პარტია საფრანგეთში უკვე ივნისში  გაიგზავნება. თუმცა მანამდე უნდა მივიღოთ ევროპული სერთიფიკატები. მოგეხსენებათ, დაახლოებით 2 ათასამდე დასახელების კაბელს ვაწარმოებთ, შესაბამისად, თითო სახეობაზე ცალკე სერთიფიკატია საჭირო.  ამიტომაც, ცოტა დროში გაიწელა ექსპორტზე გატანის პროცესი”, – აღნიშნა მამალაძემ.

მისივე ინფორმაციით, „საქკაბელი“ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას და ახალი ტიპის საკაბელო პროდუქციის გამოშვებასაც გეგმავს. ”ახალ საწარმოს ვაშენებთ ზესტაფონში, სადაც პლასტიკატის წარმოებას დავიწყებთ. გარდა ამისა, გამოვუშებთ ახალ პროდუქტს – არაჰალოგენური კაბელების სახით, რომელზეც ევროპაში დიდი მოთხოვნაა და ვფიქრობთ, ქართულ ბაზარზეც მოთხოვნადი იქნება”, – აღნიშნა კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა.

მისივე თქმით, ”საქკაბელი” ახალ საწარმოში უახლეს ევროპულ მანქანა-დანადგარებს დაამონტაჟებს. აქ დაახლოებით 50 ადამიანი დასაქმდება.

”საქკაბელის”  ქარხანა  1958 წელს დაარსდა და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სპილენძისა და ალუმინის საკაბელო პროდუქციის წარმოება. 2006 წლის ოქტომბრიდან  ქარხნის მართვა ჩაიბარა ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ. კომპანია Sket-თან თანამშრომლობის შედეგად მოხდა წარმოების გადაიარაღება, ასევე დამონტაჟდა ახალი ტიპის დანადგარები, დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესი, რამაც გაზარდა გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტი და მოცულობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები