LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანიები ავეჯის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ

51

2-4 სექტემბრს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გარე ავეჯის გამოფენაში – „Spoga+Gafa”.

აღნიშნული გამოფენა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ. კიოლნში გაიმართება, რომელშიც ყოველწლირად 2 000-ზე მეტი კომპანია იღებს მონაწილეობას. საერთაშორისო ღონისძიება, ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს საკუთარი პროდუქტი გააცნონ ფართო აუდიტორიას, სათანადო ბიზნესკავშირები დაამყარონ პოტენციურ დამკვეთებთან და საერთაშორისო მასშტაბით მოახდინონ ქართული ნაწარმის პოპულარიზაცია.

გამოფენაში მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში, მეწარმეები უნდა დაუკავშირდნენ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1525, არა უგვიანეს 30 მარტისა..

გამოფენის შესახებ, დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.spogagafa.com/spogagafa/index-2.php

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები