LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანიები ავღანურ ტენდერებში მონაწილეობას მიიღებენ

24

ავღანეთთან ურთიერთობაში სრულიად სხვა სახის შესაძლებლობები იხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა, ქართულ კომპანიებს ავღანეთში ტენდერებში მონაწილეობის უფლება მიეცეს.

„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ავღანეთის პრეზიდენტთან და უნდა ვთქვა, რომ სრულიად სხვა სახის შესაძლებლობები იხსნება ავღანეთთან ურთიერთობაში: ტრანსპორტის, ლოჯისტიკის და ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით. ასევე, გვქონდა საუბარი შესაძლებლობაზე ქართული კომპანიებისთვის, რომ ავღანეთის სახელმწიფო შესყიდვებში მიიღონ მონაწილეობა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ავღანეთის პრეზიდენტის მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა, რომ დიდი სიამოვნებით განიხილავენ ასეთ წინადადებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები