LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული მარში“ დღეს აქციებს აღარ გამართავს

88

„ქართული მარში“ დღეს აქციებს აღარ გამართავს, – ამის შესახებ „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძემ განაცხადა, რომ „ქართული მარში“ გააუქმებდა დღეს დაგეგმილ ყველა აქციას, თუ ლგბტ პირთა აქციები არ გაიმართებოდა და ამ პირობას შეასრულებს.

„არანაირად არ ვართ მოწადინებული, რომ ვიღაცამ ისარგებლოს ჩვენი შიდა დაპირისპირებით. ძალიან კარგია, რომ ეს დღე ჩაივლის ისე, როგორც უნდა ჩაიაროს – ვილოცებთ ტაძრებში და შევუერთდებით საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს,“ – განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ კანცელარიასთან დაგეგმილი აქცია გაუქმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები