LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული მარშის” მონაწილეები შტურმით იმუქრებიან

49

ქართული მარშის მონაწილეები პოლიციის მთავარ სამმართველოს აქციას მართავენ. ისინი აქციაზე დაკავებულების ადგილსამყოფელის დადგენასა და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები დაკავებულების ადგილსამყოფელის დამალვის შესაძლო ვარიანტებზე საუბრობენ და აცხადებენ რომ ისინი სასტიკად არიან ნაცემები და მათი ნახვის უფლებას სწორედ ამიტომ არ აძლევენ. მარშის მონაწილეები შტურმით იმუქრებიან. მათ ამ წუთებში დიღმის სამმართველოს შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს. დღეს პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა ფეხბურთის ფედერაციასთან გურამ კაშიას წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, რომლის ორგანიზატორიც ქართული მარშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები