LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული მარშის” სამი წევრი დააკავეს

60

“ქართული მარშის” სამი წევრი დააკავეს. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, აღნიშნული პირების დაკავება 166- ე და 173 მუხლების საფუძველზე მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ ორი მათგანი ადმინისტრაციული წესით 500-500 ლარით დააჯარიმა, ხოლო მესამეს, ლადო სადღობელაშვილს 12 დღე-ღამე პატიმრობა შეუფარდა.

ინფორმაცია ქართული მარშის წევრების დაკავებაზე თავდაპირველად “რუსთავი 2”- მა გაავრცელა.ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა 9 დეკემბერს, თბილისში, თარხნიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ლადო სადღობელაშვილთან ერთად 9 დეკემბერს ირაკლი დოლენჯაშვილი და ანზორ ფორჩხიძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, “ქართული მარშის” წევრები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. მათ საპატრულო პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები