LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული მარშის” წევრები აქციაზე ლიდერების გათავისუფლებას მოითხოვენ

117

პარლამენტის წინ შეკრებილი “ქართული მარშის” წევრები აქციის ლიდერების გათავისუფლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებენ.

აქციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, გურამ ქართველიშვილის განცხადებით, რამდენიმე წუთის წინ აქციიდან წაიყვანეს მოძრაობის  წევრი, რამაზ გაგნიძე და იგივე საფრთხე ელის ყველა ლიდერს.

აქციის წევრები კანცელარიასთან დაგეგმილი ლგბტ თემის ცალკეული აქტივისტების მიერ დაანონსებული აქციის აღკვეთასაც მოითხოვენ და ამბობენ, რომ პროცესები ამერიკის საელჩოს მიერ არის მართული.

 

სამართალდამცველებმა „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრი, გურამ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ფალავანდიშვილი  ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობაში მონაწილეობდა.

„ქართული მარშის“ წევრის დაკავებას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია ოთხი პირი, სამი კი გამოკითხვაზეა გადაყვანილი. მათ შორის არიან გია კორკოტაშვილი და გიორგი გაბედავა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები