LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული მარშის“ წევრებს შეეძლოთ გადმოეთრიათ გიორგი გაბუნია მანქანიდან და ეცემათ,თუმცა ეს არ გააკეთეს – ადვოკატი

44

მომიტინგეებს შეეძლოთ გადმოეთრიათ გიორგი გაბუნია მანქანიდან და ეცემათ, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს, – ამის შესახებ „ქართული მარშის“ ბრალდებული წევრების ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „რუსათავი 2“- თან შეკრებილ მომიტინგეებს არ ჰქონდათ ფიზიკური ანგარიშსწორების განზრახვა და მათ მხოლოდ ბოდიშის მოხდა სურდათ გვარამიასგან.

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ტელეკომპანიიდან გამოვიდნენ ათლეტური აღნაგობის პირები და პროვოცირება მათი მხრიდან მოხდა.
ადვოკატმა პროცესზე დეტალურად გაიხსენა ინციდენტის დეტალები და აღნიშნა, რომ ბრალდებულებს მომხდარ დაპირისპირებაში ბრალი არ მიუძღვით. ცირა ჯავახიშვილის თქმით, „რუსთავი 2“- ის ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებიც ინციდენტს აშუქებდნენ, მოქმედებდნენ აგრესიულად.

“მერე რა, რომ აქციის მონაწილეები იგინებოდნენ? ამისთვის არავინ დაუჭერიათ”, – განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.

19 მარტს „ქართული მარშის” წევრებმა „რუსთავი 2”-ის შენობასთან გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებული შემდეგ რეპლიკა გააპროტესტეს: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”.

აქციის მონაწილეებმა არხის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით, 6 პირი კი, სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები