LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული მიწა ემიგრანტებს – ახალი კამპანია უცხოეთში მყოფი ქართველების დასაბრუნებლად

1601

ქართული მიწა ემიგრანტებს – ახალი ინიციატივა გულისხმობს, ემიგრანტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შეღავათიან ფასად შეთავაზებას, იმისთვის, რომ უცხოეთში მყოფი ქართველები სამშობლოს დაუბრუნდნენ.

ინიციატივას ,,ქართული მიწა ემიგრანტებს” აშშ-დან გამოეხმაურა ქართულ – ამერიკული სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული.

“მიმაჩნია, რომ ეს პროექტი დადებითი და გამამხნევებელი გზავნილია ემიგრანტებისთვის, რომლებიც თუნდაც შორეულ პერსპექტივაში გეგმავენ საქართველოში დაბრუნებას. ეს ინიციატივა დროული და საჭირო პროექტია და მივესალმები საზოგადოების ჩართულობას მასში”, – აცხადებს ზურაბ გურული.

 

რას ნიშნავს ქართული მიწა ემიგრანტებს ?

– ეს არის საინიციატივო ჯგუფის მიერ შექმნილი ინიციატივა, რომლის მიზანია საქართველოს მთავრობამ ემიგრანტებს შესთავაზოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შესყიდვა შეღავათიან ფასად და 10 წლით გათავისუფლდნენ ყველა გადასახადისგან.

ამ მიზნით სოციალურ ქსელში გვერდიც შეიქმნა. საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტია, რომელიც ამბობს, რომ მთავრობას ამ ინიციატივის შესახებ, უახლოეს მომავალში, ოფიციალურად აცნობებს.

 

მიწების უცხოელებზე გაყიდვა აიკრძალება

პარლამენტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.

საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შეჩერდება, კანონის იმ რეგულაციის მოქმედება, რომელიც მიწის ფლობასთან დაკავშირებით უცხოელების უფლებებს განსაზღვრავს.

რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოელები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს ვეღარ შეიძენენ.

ინიციატივის თანახმად, მორატორიუმი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე იმოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები