LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული მოდის ინდუსტრიაში ახალი ბრენდი გამოჩნდა

319

ქართული მოდის ინდუსტრიაში ახალი ბრენდი გამოჩნდა. Meladze Georgia ასე ჰქვია ატელიეს, რომელიც მომხმარებელს რამდენიმე სახის მომსახურებას სთავაზობს.

”ვიღებთ ნებისმიერი სახის სამკერვალო შეკვეთას, ვმუშაობთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე დიდი რაოდენობით შეკვეთებზე, ვკერავთ: ქურქებს, ბეწვეულს, ტანსაცმელს, ფარდებს, თეთრეულს, ორგანიზაციებისათვის უნი-ფორმებს და სხვა. ამასთან, ჩვენთან შესაძლებელია უკვე არსებული სამოსის გადაკეთებაც”, – განუცხადა ”ფორტუნას” Meladze Georgia-ს დამფუძნებელმა ანდრია მელაძემ.

მისივე ინფორმაციით, Meladze Georgia-ს ნაწარმი მაღალი ხარისხის ნედლეულით იკერება. ”ატელიე დაახლოებით ერთი თვეა გავხსენით და მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება უკვე შეინიშნება. ჩვენი მთავარი მიზანი და გათვლაა, მისაღებ ფასებში კლიენტს მაღალი ხარისხის პროდუქცია შევთავაზოთ. საშუალო, სტანდარტული სირთულის სამოსის შეკერვა ჩვენთან დაახლოებით 50 ლარი ღირს, სირთულის მიხედვით ფასიც იზრდება”, – აღნიშნა მელაძემ.

როგორც ახალი ქართული ატელიეს დამფუძნებელი ამბობს, Meladze Georgia მომხმარებელს უკვე მზა სამოსსაც სთავაზობს. ატელიე აქცენტს ქართული ორნამენტებითა და დეტალებით გაფორმებულ ტანსაცმელზე აკეთებს. გარდა ამისა, კერავს ნაციონალურ სამოსსაც, როგორც მოცეკვავეებისთვის, ისე უბრალოდ მსურველებისთვის.

ცნობისთვის, Meladze Georgia 2017 წლის სექტემბერში გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. ატელიე წერეთლის გამზირზე მდებარეობს და მუშაობს ყოველ დღე 10:00-დან 20:00 საათამდე. ადგილზე ამ ეტაპზე 2 კვალიფიციური მკერავია დასაქმებული, სამომავლოდ კი გაფართოება იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები