LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული მოდის კიდევ ერთი წარმატება – ლედი გაგამ ქართველი დიზაინერის სამოსი მოირგო!!!

104

ცნობილი მომღერალი ლედი გაგა ქართველი დიზაინერის შავ-თეთრ კაბაში შეგიძლიათ იხილოთ. მან პოსტი, სადაც გიორგი ქებურიას უახლესი კოლექციიდან კაბა აცვია, ახლახან გამოფინა თავისი “ინსტაგრამის” გვერდზე, რის შემდეგაც ის ქართველმა დიზაინერმაც დადო სოციალურ ქსელში და გვერდზე თავისი ჩვენებიდან ამონარიდიც მიუდო.

გიორგი ქებურია:

მე პირადად დამიკავშირდნენ “ბრენდონ მაქსველის” კომპანიიდან. ეს გახლავთ კომპანია, რომელიც ზრუნავს მსოფლიო ვარსკვლავების ჩაცმულობაზე. vogue.com-ზე ნახეს ჩემი ახალი, 2017-18 წლის კოლექცია და რამდენიმე ლუქი მთხოვეს. მათ შორის იყო ეს კაბაც, რომელიც ლედი გაგამ უკვე მოირგო. ასევე მათ გავუგზავნე ორი სათვალე ჩემი ახალი კოლექციიდან და ერთი ლუქი – ძველიდან.

გიორგი, კიდევ სხვა ვარსკვლავებისთვისაც ხომ არ მოუთხოვიათ თქვენი სამოსი?

დიახ (იღიმის), მაგრამ ჯერ ვერ გაგიმხელთ. შეიძლება, ჩაიცვან, შეიძლება – არა. ლედი გაგასაც რაც გავუგზავნე, ერთი კაბა ფილმში უნდა ჩაეცვა, მაგრამ მგონი, არ ჩაუცვამს. ჯერ მხოლოდ ეს კაბა ვნახე ჩემი კოლექციიდან, რაც უკვე მოირგო…

პ.ს. გიორგიმ გამოგვიგზავნა ის სამოსი და სათვალეები, რაც კომპანიის თხოვნით, ლედი გაგასთვის გააგზავნა.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები