LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული მონეტების ოქროს კოლექცია” – საქართველოს ეროვნული მუზეუმის უნიკალური პროექტი

237

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უნიკალური პროექტის, „ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება 23 ივნისს 19:00 საათზეა დაგეგმილი.

პროექტი ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას, გახდეს წიგნი-ალბომის მფლობელი და თვეში ერთხელ პირად კოლექციას თითო მონეტა შემატოს. წიგნ-ალბომში საგანგებოდაა გამოყოფილი ადგილები, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მონეტების ასლებით ივსება. ალბომს მოჰყვება სპეციალური 24 განსხვავებული მონეტა საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს.

სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა მოინახულონ ნუმიზმატიკური საგანძურის გამოფენა, რომელიც სპეციალურად ღონისძიების ფარგლებში გაიხსნება.

თითოეული სტუმარი საჩუქრად მიიღებს პირველი მონეტის ასლს. სამომავლოდ კი ერთგულ მომხმარებელს, რომელიც უნიკალური კოლექციის შეგროვებას გააგრძელებს, ექნება შანსი, გახდეს ნამდვილი ოქროს მონეტის მფლობელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები