LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება” 2 მოსმენით მიღებულ კონსტიტუციას უცვლელად დაამტკიცებს

46

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმას საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს.

ამის შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო პროექტზე კონსესნსუსის არარსებობა ოპოზიციის თვითმიზანი იყო  და  კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვამ ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ ყოველგვარი აზრი დაკარგა.

„ოპოზიციური პარტიების ამგვარმა კონტრპროდუქტიულმა ქმედებებმა შეუძლებელი გახადა საპარლამენტო უმრავლესობაში კონსულტაციების გამართვა და შესაბამისად, დიალოგის განახლება საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის“, -აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მადლობას უხდის ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის მხარდაჭერისთვის. საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად, ექნება კონსტიტუცია, რომელიც გამორიცხავს ქვეყანაში ყოველგვარი ავტოკრატიის ჩამოყალიბებას.

„საშემოდგომო სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობა დაამტკიცებს საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით. საკონსტიტუციო რეფორმის დასრულების საფუძველზე, საქართველოს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად ექნება იმგვარი კონსტიტუცია, რომელიც გამორიცხავს ქვეყანაში ყოველგვარი ავტოკრატიის ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას“, – აღნიშნულია განხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები