LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ ცდილობს, აჰმედ იმამყულიევს მოგებული არჩევნები მოჰპაროს – ირაკლი კიკნაველიძე

73

ევროპული საქართველოს პრესსპიკერი, ირაკლი კიკნაველიძე, „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით დღეს მთელ ქვეყანაში ტექნიკური პრობლემები დამახასიათებელია.

კიკნაველიძე განსაკუთრებით მარნეულის რეგიონს გამოყოფს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, აჰმედ იმამყულიევს მოგებული არჩევნები მოჰპაროს.

„ჩვენ გვახსოვს წინა საპარლამენტო არჩევნები, როდესაც იმამყულიევმა პირველივე ტურში მოიგო მაჟორიტარული არჩევნები და მარნეულში  პროვოკაცია მოეწყო უსაფრთხოების სამსახურის მიერ. დაახლოებით ასეთ უსახურ მცდელობას ვხედავთ ახლაც. ყოველ წუთს სხვადასხვა უბანში სხვადასხვა სოფელში ჩნდებიან „ქართული ოცნების“ აქტივისტები, ან თავად „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები და ცდილობენ პროვოკაციის მოწყობას, რაშიც, რა თქმა უნდა, ჩვენი კანდიდატები და აქტივისტები არავითან შემთვევაში არ აყვებიან,“ – განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

კიკნაველიძის თქმით, დღეს დილით ასეთივე დაპირისპირების და პროვოცირების მცდელობა იყო ახალციხეში, სადაც, როგორც კიკნაველიძე ამბობს, „ევროპულ საქართველოს“ გამარჯვების დიდი შანსი აქვს.