LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება” ერთპარტიულ და თავის თავზე მორგებულ კონსტიტუციას იღებს – ბაჩუკი ქარდავა

74

“ჩვენი ამოცანაა, დავრაზმოთ ქართული საზოგადოება იმისთვის, რომ არალეგიტიმურმა კონსტიტუციამ დიდი ხნით ვერ გაძლოს,” – ამის შესახებ “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ქარდავას თქმით, ყველა თანხმდება, რომ “ქართული ოცნება” ერთპარტიულ და თავის თავზე მორგებულ კონსტიტუციას იღებს.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად შევეცადოთ ამ კონსტიტუციის მიღების დაბლოკვას, ამ სიტყვას არ შევუშინდები. ბუნებრივია, საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს “ქართულ ოცნებას” და ის შეეცდება, ძალის დემონსტრირებითა და პულტებით ეს კონსტიტუცია მიიღოს,” – განაცხადა ქარდავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები