LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება” პოლიტსაბჭოს შემადგენლობას ამცირებს

93

“ქართული ოცნება” პოლიტსაბჭოს ამცირებს – მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა, კონკრეტულად რამდენით შემცირდება 21 კაციანი საბჭო, ამ ეტაპზე უცნობია.

„პოლიტსაბჭომ ბოლო პერიოდში ამ დასახელებული მიზეზების გამო პრაქტიკულად დაკარგა ყველანაირი ინსტენსივობა და ეფექტურობა, რაც ასევე რასაკვირველია გამოსასწორებელია. კომპაქტური, უფრო მცირე ზომის, მცირე ფორმატის პოლიტსაბჭოა საჭირო. მე ვფიქრობ, შემცირდება რაოდენობა,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

მაისის შუა რიცხვებში პარტიის დაგეგმილ ყრილობაზე “ქართლი ოცნების” საბჭო განახლებული შემადგენლობით წარდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები